
ავტორი
Front News საქართველო
დნეპროპეტროვსკის ოლქში 425-ე ცალკეული მოიერიშე პოლკის "სკალას“ მებრძოლებმა 6 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს: ტერნოვო, ზაპორიჟსკე, ნოვოგეორგიევკა, ვორონე, სიჩნევოე და მალიევკა. ქვედანაყოფის ცნობით, წინსვლის სიღრმე 25 კილომეტრია.
უკრაინულმა ქვედანაყოფებმა შეტევა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით, ველიკომიხაილოვკის რაიონიდან დაიწყეს.
სამხედროების მონაცემებით, შეტევის შედეგად რუსეთის 120-ე საზღვაო ქვეითთა დივიზიას და 68-ე არმიის კორპუსის დანაყოფებს მნიშვნელოვანი დანაკარგები მიადგა.
"ოპერაციის შედეგად, გათავისუფლდა 120 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია. მტერმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა და იძულებული გახდა უკან დაეხია დნეპროპეტროვსკის ოლქიდან“, - აცხადებენ პოლკში.
თაგები:
დნეპროპეტროვსკის ოლქი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს