Logo

დნიპროში დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა

უკრაინა
1071
Frontnews image description

რუსი ოკუპანტების მიერ 14 იანვარს დნიპროში საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 35-მდე გაიზარდა.

 

დნეპროპეტროვსკის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვალენტინ რეზნიჩენკოს ინფორმაციით, მაშველები ნანგრევებში უკვე 40 საათია მუშაობენ და გასულ ღამეს კიდევ რამდენიმე ცხედარი იპოვეს.

 

“მტრის თავდასხმას ამ დროისთვის 35 ადგილობრივის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ორი ბავშვია”, – აღნიშნა რეზნიჩენკომ.

 

მისივე თქმით, დაშავებულია 75 ადამიანი, მათ შორის 14 ბავშვი.

 

მაშველებმა 39 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, 35-ის ბედი კი ამ დრომდე გაურკვეველია.

თაგები:

დნიპრო
Advertisement