დნიპროში რუსების სარაკეტო თავდასხმას ქართველი მებრძოლის ოჯახი ემსხვერპლა


ავტორი
Front News საქართველო
დნიპროში რუსი ოკუპანტების საჰაერო იერიშს უკრაინაში მებრძოლი ზაქარია ნონიაშვილის ოჯახის სამი წევრი ემსხვერპლა.
“მთავარის” ინფორმაციით, ქართველი მებრძოლის მეუღლე, შვილი და სიდედრი იმ საცხოვრებელ კორპუსში იმყოფებოდნენ, რომელიც ოკუპანტებმა სამი დღის წინ დაბომბეს.
ერთ-ერთი დაღუპული 19 წლის ლიანა ნონიაშვილია და მისი ცხედარი უკვე ამოცნობილია, მისი დედის და ბებიის ცხედრების ამოცნობისთვის, დნმ-ის შედეგებს ელოდებიან.
ტატიანა და მისი მეუღლე, ზაქარია ნონიაშვილი ომამდე მარიუპოლში ცხოვრობდნენ, ომის დაწყების შემდეგ კი უკრაინის თავდაცვის ძალებში უკრაინის დასაცავად ჩაეწერნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ტატიანა ნონიაშვილი “აზოვსტალშიც” იმყოფებოდა და მოგვიანებით, სხვებთან ერთად ტყვედ ჩაბარდა, თუმცა ნოემბერში, უკრაინასა და რუსეთს შორის, ტყვეების გაცვლისას გაათავისუფლეს.
ბოლო მონაცემებით, დნიპროში რუსულ სარაკეტო იერიშს 44 ადამიანი ემსხვერპლა.
თაგები:
დნიპრო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს