Logo

დროებით ოკუპირებულ ყირიმში, საბრძოლო მასალის საცავში აფეთქება მოხდა

უკრაინა
281
Frontnews image description

16 აგვისტოს დილით, დროებით ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებები გაისმა – ჯანკოის რაიონში საბრძოლო მასალის საცავი აფეთქდა.

 

ადგილობრივი მედიის ცნობით, რაიონში ერთდროულად ორი საგანგებო შემთხვევა მოხდა: ხანკოიში სატრანსფორმატორო ქვესადგურში ხანძარი გაჩნდა, სოფელ მაისკოეში კი საბრძოლო მასალის საცავში აფეთქება.

 

აფეთქებების შემდეგ მაისკოეს დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ჯანკოიში აფეთქებების მიზეზი საბრძოლო მასალის დროებით შესანახ ადგილზე გაჩენილი ხანძარი გახდა.

 

თავის მხრივ, ყირიმის “ხელმძღვანელმა“ სერგეი აქსიონოვმა განაცხადა, რომ საბრძოლო მასალის საცავში აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

Advertisement