დუდა – პოლონეთი უახლოეს დღეებში უკრაინას მოიერიშე თვითმფრინავებს გადასცემს


ავტორი
Front News საქართველო
პოლონეთი უახლოეს დღეებში უკრაინას MiG-29-ის მოიერიშე თვითმფრინავებს გადასცემს. საუბარია პირველ ოთხ თვითმფრინავზე, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა.
“უახლოეს დღეებში ჩვენ უკრაინაში გადავცემთ ოთხ თვითმფრინავს სრული მუშა მდგომარეობაში. დანარჩენი თვითმფრინავების მომსახურება და მომზადება მიმდინარეობს”, – განაცხადა დუდამ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, კიდევ რამდენის მიწოდება იგეგმება.
მისივე თქმით, პოლონეთი უკრაინას გადასცემს იმ თვითმფრინავებს, რომლებიც საჰაერო თავდაცვას ემსახურება.
“დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახლა ჩვენ ფაქტიურად ვაწვდით ამ MiG-ებს უკრაინას. ჩვენ გვყავს კიდევ ათეული MiG. ეს არის MiG-ები, რომლებიც მივიღეთ 1990-იანი წლების დასაწყისში გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის არმიისგან. ეს მათი ექსპლუატაციის ბოლო წლებია, მათი ტექნიკური შესაძლებლობების შესაბამისად“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.
დუდას თქმით, პოლონეთი საბჭოთა MiG-29-ებს ჩაანაცვლებს სამხრეთ კორეის FA-50-ებით, რომელთა პირველი მიწოდება წლის ბოლოსაა მოსალოდნელი, ასევე ამერიკული F-35-ებით.
თაგები:
ანჯეი დუდა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს