Logo

დუდა სანაძე – იმედია, FIBA დასჯის ბაგატსკისს, ან მან სრულიად საქართველოს უნდა მოუხადოს ბოდიში

792
Frontnews image description

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების წევრი დუდა სანაძე საქართველოსა და უკრაინის ნაკრებების მატჩის შემდეგ უკრაინელთა მთავარი მწვრთნელის აინარს ბაგატსკისის მონაწილეობით მომხდარ სკანდალს გამოეხმაურა.

 

“არასპორტული საქციელი იყო. იმედია, FIBA მიმართავს ზომებს და დასჯის ბაგატსკისს, ან გამოსავალი ისაა, რომ მან სრულიად საქართველოს უნდა მოუხადოს ბოდიში“, – აცხადებს დუდა სანაძე.

 

უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა ქართველი კალათბურთელების მისამართით უხამსი ჟესტი გამოიყენა. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვიქტორ სანიკიძემ განაცხადა, რომ უკრაინის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პირადად მოიხადა ბოდიში აინარს ბაგატსკისის საქციელის გამო. სანიკიძემ იმედი გამოთქვა, რომ FIBA-ს სადისციპლინო კომიტეტი ინციდენტს განიხილავს და სათანადო რეაგირებას მოახდენს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები