Logo

დუშეთში, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალი
152
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 2 პირი - 1984 წელს დაბადებული ა.წ. და 1991 წელს დაბადებული ტ.ვ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაგაში, ბრალდებულებმა ყოფით ნიადაგზე, განსაკუთრებული სისასტიკით ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, 1984 წელს დაბადებულ მ.ბ.-ს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიაყენეს, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ა.წ. და ტ.ვ. ბრალდებულების სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადოდ აღკვეთას ითვალისწინებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები