“ძალიან დაბალი ხელფასები გვაქვს და პირველ რიგში ვითხოვთ ხელფასების მომატებას”


ავტორი
Front News საქართველო
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში პროტესტი მეორე დღეა, გრძელდება. თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის ერთ-ერთ მონაკვეთზე მომუშავეები, სოფელ ბორითში, მშენებელი კომპანია "ჰუნანის" ოფისთან შეიკრიბნენ. მძიმე ეკონომიკური კრიზისის ფონზე, დასაქმებულები ანაზღაურების გაზრდას და შრომითი უსაფრთხოების გაუმჯობესებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სამუშაო პროცესში უსაფრთხოება დაცული არ არის და მათი სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა.
"ჩვენი მოთხოვნები უცვლელია. ძალიან დაბალი ხელფასები გვაქვს და პირველ რიგში ვითხოვთ ხელფასების მომატებას. ამასთან, შრომითი უსაფრთხოება დარღვეულია ყველანაირად. არადა უსაფრთხოება გვირაბშიც და ხიდებზეც უნდა იყოს დაცული. სიმაღლეზე გვიშვებენ და ელემენტარული უსაფრთხოების რემნები არ გვაქვს, შეიძლება იქიდან ჩამოვარდე, ან თავში დაგეცეს რაღაც და დაზიანდე. არც ამაზე აქვთ შესაბამისი რეაგირება, ხელფასების მომატების თაობაზე კი, კატეგორიულ უარზე არიან", – აცხადებენ დასაქმებულები.
კომპანიის წარმომადგენლებს ჟურნალისტებთან კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ჩინური სამშენებლო კომპანია "ჰუნანის" დღეს უკვე 300-ზე მეტი თანამშრომელია გაფიცული.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს