“ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, გაწბილებული და მოტყუებულიც”


ავტორი
Front News საქართველო
არავინ არ გაბედოს გამოსასყიდის გადახდა, – ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ "მთავარ არხთან" განაცხადა.
"პირველ რიგში, რომელმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რა გადაწყვეტილება მიიღო ამის განხილვაში არ შევალ. ეს არის მათი სუვერენული უფლება და არ განვსჯი არავის, მითუმეტეს აქედან, მაგრამ, ძალიან გულდაწყვეტილი ვარ და სიმართლე გითხრათ გაწბილებული და მოტყუებულიც. აღმოჩნდა, რომ ხელი მოეწერა შეთანხმებას და ამ შეთანხმების მიღმა, ზეპირსიტყვიერად, ვიღაცა ვიღაცას გაურიგდა. რომ თურმა მელიამ უნდა გადაიხადოს გირაო. ეს არის წინაპირობა და მთელი 2 თვის განმავლობაში ჩემი ბრძოლა ახირება კი არ იყო. იდეაა ჩემი, რომ უსამართლობას თავი არ დავუხარო. დამოკლეს მახვილივით რომ ეკიდებოდა პოლიტიკოსების საქმეები, ფარგლებს რომ უსაზღვრავდნენ სამოქმედოს, ეგ გავარღვიე და გამოვიდა ახლა, რომ თითქოს ვიღაცამ უნდა გადაიხადოს ჩემი თანხმობით, რაზეც მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, რაც არ უნდა იყოს. არავინ არ გაბედოს გამოსასყიდის გადახდა", – განაცხადა მელიამ
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს