“ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიიღო “ქართულმა ოცნებამ”, ალბათ, მადლობაც უნდა ვთქვათ”


ავტორი
Front News საქართველო
პარტია "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი "ქართულ ოცნებას" ოპოზიციისთვის მანდატების არგაუქმების გადაწყვეტილების მიღების გამო მადლობას უხდის.
"ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიიღო "ქართულმა ოცნებამ", ალბათ, მადლობაც უნდა ვთქვათ, რადგან გუშინ ჩვენი განცხადებაც იყო ამის შესახებ. არამხოლოდ ჩვენი განცხადებები იყო, ევროპარლამენტარები, პრეზიდენტიც კი გამოვიდა. მგონი, სწორი მიმართულებით დავიწყეთ რაღაცნაირად მოძრაობა. გაგვიჩნდა დრო, რა პოზიციაც გვქონდა ავხსნათ კიდევ ერთხელ, გასაგები გახდეს, რომ ის მოლაპარაკებები, რაც ამდენი ხნის განმავლობაში მიდიოდა, მართლა ღირებულებებს შეიცავს", – აცხადებს მეგრელიშვილი.
პარლამენტმა ოპოზიციური პარტიების დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტას მხარი არ დაუჭირა, იქამდე "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს შემდეგ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტისგან თავს შეიკავებენ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა