“ძალიან კონსტრუქციული დამოკიდებულება გვექნება, თუ ოპოზიცია გადახედავს თავის ბოლო პასუხებს და დამოკიდებულებებს”


ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ხელისუფლება მაქსიმალურად კონსტრუქციულად მუშაობს და დგამს ნაბიჯებს იმისთვის, რომ შეთანხმება მოხდეს.
ის მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის გზავნილსაც, რომ უნდა მოხდეს შეთანხმება და ამასთან, ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს.
"ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ პრეზიდენტი საქართველოს კონსტიტუციით გახლავთ, ზეპარტიული პოლიტიკური ფიგურა და დღეს მან კიდევ ერთხელ გააკეთა იმის დემოსტრირება, რომ საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ინსტიტუტი და როგორც პოლიტიკური პირი, დგას პარტიული დღის წესრიგის მიღმა და პარტიულ დღის წესრიგზე მაღლა. შესაბამისად, მან სწორი აქცენტები გააკეთა, როდესაც ისაუბრა პოლიტიკური შეთანხმების მნიშვნელობაზე და როდესაც ხაზი გაუსვა, ჩვენი პარტნიორების სურვილს და ძალისხმევას, რომ საქართველოში პოლიტიკა ტარდებოდეს ინსტიტუციურად საქართველოს პარლამენტში და პოლიტიკურმა პარტიებმა მონაწილეობა მიიღონ პროცესში. მონაწილეობაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპს და რასაკვირველია, საქართველოს პრეზიდენტის გზავნილი დღეს, რომ უნდა მოხდეს შეთანხმება და პოლიტიკური პარტიები, ვინც დღეს არ არის წარმოდგენილი პარლამენტში, დაბრუნდნენ და მიიღონ სრულფასოვნად მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესში, ეს არის სწორი გზავნილი.
ჩვენ, როგორც ხელისუფლება, მაქსიმალურად კონსტრუქციულად ვმუშაობთ და ვდგამთ ნაბიჯებს იმისთვის, რომ ასეთი შეთანხმება მოხდეს. სწორედ ამის შედეგია ის, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში, თქვენ ხედავთ ოპოზიციის ჯანსაღი ნაწილის კომენტარებს, განცხადებებს და შეფასებებს, სადაც როგორც ჩანს ისინი უბრუნდებიან "ქართული ოცნების" მიერ გაკეთებულ მთავარ გზავნილს დიალოგში, სადაც ჩვენ ვამბობით, რომ "ქართული ოცნება" მზად არის პრინციპულად ხელი მოაწეროს შეთანხმებას და ყველა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა წარდგენილი შემხვედრი ნაბიჯები. ჩვენ მივესალმებით ამ სიახლეს და რასაკვირველია ძალიან კონსტრუქციული დამოკიდებულება გვექნება, თუ ოპოზიცია გადახედავს თავის ბოლო პასუხებს და დამოკიდებულებებს, რომელიც იყო დიალოგის ბოლო რაუნდში", – განაცხადა თალაკვაძემ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს