ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმსა და მიმდებარე ტერიტორიაზე მეწყრული პროცესები განვითარდა


ავტორი
Front News საქართველო
ბათუმში და მიმდებარე ტერიტორიაზე დასახლებებში ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ქუჩები და მეწყრული პროცესები განვითარდა.
ჩამოწოლილმა მეწყერმა დროებით ჩაკეტა საავტომობილო გზა. ბათუმის მერის ინფორმაციით, ამ დროისთვის ტერიტორია გაწმენდილია და მოძრაობა უკვე აღდგა.
მისივე ცნობით, საავტომობილო გზაზე კაპიტალური სამუშაოების განსახორციელებლად ხვალ ჩატარდება გეოდეზიური სამუშაოები და მომზადდება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.
მცირე მეწყრული პროცესები განვითარდა ასევე პეტრე იბერის, ნაჭყებიას, წმინდა ნინოსა და მირიან მეფის ქუჩების მიმდებარედ. ყველა წერტილში უკვე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში 100-ზე მეტი შეტყობინება შევიდა.
თაგები:
ბათუმი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს