Logo

ძლიერი წვიმის შედეგად საჩხერეში ქუჩები დაიტბორა

საზოგადოება
561
Frontnews image description

ძლიერი წვიმის შედეგად საჩხერეში ქუჩები დაიტბორა. ფაქტის ამსახველ ვიდეოს სოციალურ ქსელში მოქალაქე გიორგი აბრამიშვილი ავრცელებს. 

"ასეთი მდგომარეობაა საჩხერის ცენტრში, დატბორილია ქუჩები. საჩხერეში დღეს თუ ვინმეს ჩამოსვლა გინდოდათ, ფეხით წამოსვლაზე არც კი იფიქროთ, მხოლოდ და მხოლოდ მანქანებით. ქალაქის ცხოვრება ალბათ, გაჩერდება, სანამ წყლის დონე არ მოიკლებს. სანიაღვრე სისტემაც არ არის მწყობრში, რთული მდგომარეობაა ნამდვილად, მსგავსი წყალდიდობა საჩხერეში არ მახსოვს. გეტყვით იმასაც, რომ სამაშველო სამსახურის ბიჭები მუშაობენ და ცდილობენ პრობლემის აღმოფხვრას", – აღნიშნავს გიორგი აბრამიშვილი. 

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობს და ამ ეტაპზე პრობლემა აღმოფხვრილია.

თაგები:

Advertisement