
ავტორი
Front News საქართველო
ძლიერმა წვიმამ თბილისში პრობლემები შექმნა. დატბორილია ქუჩები დიღმის მასივსა და დიდ დიღომში. სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ იგივე მდგომარეობაა გლდანში, გურამიშვილის გამზირზე, სანაპიროზე, აეროპორტის გზაზე. გზებზე გართულებულია ავტომობილებით გადაადგილება.
თამარაშვილის გამზირზე წვიმამ ქვა-ღორღი ჩამოიტანა და გზა ჩაიკეტა. საავტომობილო გზა დატბორილია იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვაზისუბანში წყალი სარდაფებში ჩავიდა.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, შესაბამისი სამსახურები მაქსიმალურად მობილიზებულები არიან.
"ძალიან ძლიერად წვიმს თბილისში. ქალაქის ზოგიერთ რაიონში, კონკრეტულ ქუჩებზე შეიქმნა პრობლემები. ჩვენი შესაბამისი სამსახურები მაქსიმალურად მობილიზებულები არიან. ყველა ჩვენი უწყების თანამშრომელი გამოსულია ქუჩებში, სხვადასხვა ლოკაციაზე, სადაც საჭიროება და აუცილებლობა არის. თბილსერვისის სამსახური არის სრულ მზადყოფნაში, გამგეობები. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტრო, საპატრულო პოლიცია, რომელიც ძალიან გვეხმარება იმაში, რომ ჩაიკეტოს კონკრეტული გზის მონაკვეთები პრევენციულად, რათა პრობლემა არ იყოს. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ჩვენ ახლა ვიმყოფებით სანაპიროზე, სადაც შეიქმნა გარკვეული პრობლემა, შეტბორვაა, თუმცა წყალმა უკვე დაიწყო გადინება. სანიაღვრე ჭების თავები წამოწეულია და გახსნილია“, - განაცხადა კახა კალაძემ პირდაპირი ჩართვისას.
თბილისში ამ დროისთვისაც წვიმს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 ივლისის დილამდე დედაქალაქსა და მის შემოგარენში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ლოკალურად ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს