ძლიერმა ქარმა ქუთაისში ხეები მოგლიჯა


ავტორი
Front News საქართველო
ძლიერმა ქარმა ქუთაისში ასწლოვანი ხეები მოთხარა. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და ინფრასტრუქტურა.
ჭავჭავაძის გამზირზე მოთხრილია ნაძვის ხე, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ასევე ხე მოგლიჯილია ქუთაისში, სასტუმრო “თბილისის” მიმდებარე ტერიტორიაზე.
გარდა ამისა, აღმაშენებლის გამზირზე მოგლეჯილი ხე ავტომობილს დაეცა, რომელშიც ორი ადამიანი იმყოფებოდა. ისინი შემთხვევას უვნებლად გადაურჩნენ.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს