Logo

ძველი ნაძალადევი-ლოტკინის მაჟორიტარობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" დავით ჭელიძე ადგილობრივ მოსახლეობას ხვდება

პოლიტიკა
115
Frontnews image description

"ქართული ოცნებიდან“ ძველი ნაძალადევი-ლოტკინის მაჟორიტარობის კანდიდატი, დავით ჭელიძე, ლისაშვილის, გომარეთის და რაჭის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა.

თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატმა ყურადღება მმართველი გუნდის სამომავლო გეგმებზე გაამახვილა და ადგილობრივების საჭიროებებს გაეცნო.

„ყოველდღიურად ვეცნობით იმ საკითხებს, რაც ჩვენს მოქალაქეებს აწუხებთ. „ქართული ოცნების“ პირობებში ნაძალადევის რიაონში უამრავი სასიკეთო პროექტი განხორციელდა, თუმცა კიდევ არის პრობლემური საკითხები გადასაჭრელი. სწორედ ამისთვის ვიმუშავებთ თბილისის საკრებულოში, რომ მოსახლეობის ჩართულობით, მათთვის მნიშვნელოვანი პროექტები და პროგრამები დავგეგმოთ“, - განაცხადა დავით ჭელიძემ.

თვითმმართველობის არჩევნებში პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ ნაძალადევის რაიონში, შესაბამისი ოლქების, უბნების მიხედვით ოთხი კანდიდატი იყრის კენჭს.

Advertisement