ედგარს რინკევიჩი – გვინდა ახალმა ჩერნობილმა დაშალოს ყველაფერი თუ ჩვენი მხრიდანაც ფასის გადახდით რუსეთი შევაჩეროთ?


ავტორი
Front News საქართველო
ატომურ სადგურზე თავდასხმა ნიშნავს, რომ მთელი ევროპა საფრთხეშია, ჩერნობილის განმეორების ალბათობის წინაშე ვართ, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩმა განაცხადა.
“უკვე დროა ვიფიქროთ ენერგოსექტორზე სანქციების დაწესებაზე, რადგან ჩვენი ფულით რუსეთი აგრძელებს ომის დაფინანსებას. ეს ჩვენთვის ძალიან რთული იქნება, მაგრამ გავაკეთოთ არჩევანი. გვინდა ახალმა ჩერნობილმა გადაუაროს და დაშალოს ყველაფერი თუ ჩვენი მხრიდანაც ფასის გადახდით რუსეთი შევაჩეროთ? არასაფრენ ზონაზე ბევრმა ჩვენმა კოლეგამ გამოთქვა აზრი, ბევრი ვარიანტია, არ მინდა ყველაფერზე საუბარი, უნდა ვიყოთ ფრთხილი და დაბალანსებული“, – განაცხადა რინკევიჩმა.
თაგები:
უკრაინა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა