Logo

ეკა ბესელია - ახალი პატრიარქისთვის ეს იქნებოდა ყველაზე ძლიერი, ძალიან ღია განაცხადი

პოლიტიკა
41
Frontnews image description

ახალი პატრიარქისთვის ეს იქნებოდა ყველაზე ძლიერი, ძალიან ღია განაცხადი, რასაც დარწმუნებული ვარ, რომ პატრიარქი ილია მეორე სიცოცხლეშივე სიხარულით მიესალმებოდა, - ამის შესახებ "მართლმსაჯულების სახლის" დამფუძნებელმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, საინტერესოა, რას იზამს და რამდენად გაითვალისწინებს "ქართული ოცნება" საპატრიარქოს ინიციატივას პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით.

"ამ ვითარებაში თუ რამემ შეიძლება ყველაზე ძლიერი, კარგი გავლენა მოახდინოს ამ ურთულეს პერიოდში, იქნებოდა, ახალი პატრიარქის მხრიდან, რასაც დარწმუნებული ვარ, რომ პატრიარქი ილია მეორე სიცოცხლეშივე სიხარულით მიესალმებოდა ამას, იმიტომ, რომ პირადად ვიცი, როგორი გულშემატკივარი იყო პატიმრების, ის თავად დადიოდა ციხეებში, მე მახსოვს ჩემი ადვოკატობის პერიოდში რამდენჯერმე შესული პატრიარქი პატიმრებთან და მერე მე მაბარებდა ხოლმე და კითხულობდა სულ ამბებს იმ ადამიანების, ვისზეც მას უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდა. დიდი მეოხი იყო პატიმრების და ახალი პატრიარქისთვის ეს იქნებოდა ყველაზე ძლიერი, ძალიან ღია განაცხადი.  ძალიან საინტერესოა, შემდეგ როგორი რეაქცია ექნება "ქართულ ოცნებას", რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში, საკუთარი თავის იდენტობა გააკეთოს, მოახდინოს პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ გამოხატულ ამ უდიდეს საზოგადოებრივ ემოციასთან, განწყობასთან. ის დიდი ტალღა, როდესაც მთელი საქართველო დაიძრა პატრიარქთან გამოსამშვიდობებლად, აი, ამ პროცესთან ხომ ვხედავდით, როგორ ცდილობენ საკუთარი თავის იდენტობას და მართლა პოლიტიკური აქსესუარი ხომ არ არის ადამიანების რწმენა? ეს ისეთი შინაგანი მდგომარეობაა, როდესაც გინდა, რომ განიცადო, მიიღო დაიჯერო და რომ დაიჯერო, რომ მიიღო ეს გულწრფელობად აღიქვა ეს გვერდით დგომა, დასწრება, თუ მიახლება, მილოცვა და ა.შ. თქვი, რომ ამ წინადადებას იღებ და საკმარისია ესეც. რას იზამენ, ეს არავინ იცის. 

უკვე იმ დონეზე არიან, რომ საკუთარ ნაღმზე ფეთქდებიან, სანქციები, რეზოლუციები - ყველაფერი მათ წინააღმდეგაა. "ქართული ოცნება" ამბობს, რომ დგას ეკლესიის გვერდით, მაგრამ ეკლესიის გვერდით დგომა რიტუალი არ არის, ეს არის შინაგანი მდგომარეობაა და რისი ნახვა უნდათ "ოცნებაში" პატიმრებისგან? სინანულის? რევერანსების? პატიმრებმა ხომ განაცხადეს უკვე, რომ არ აპირებენ "ოცნებასთან" რევერანსებს და სინანულს? საინტერესოა, რას მოიმოქმედებენ, რა ნაბიჯს გადადგამენ და წავლენ თუ არა დათმობაზე "ოცნებაში", - განაცხადა ეკა ბესელიამ. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები