ეკა ბესელია - ახლა საჭირო ამ გეგმით სვლა და ენერგიის და შესაძლებლობების მიმართვა მომავლისკენ და არა დაპირისპირებისკენ


ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტ ზურაბიშვილის გეგმამ უნდა დააფიქროს ოპოზიცია იმიტომ, რომ საჭიროა ახლა გადაეწყოს პოლიტიკური პროცესი უფრო რაციონალურ მოქმედებებზე, - ამის შესახებ “სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა საჭიროა ამ გეგმით სვლა.
"პრეზიდენტი ზურაბიშვილის გეგმამ უნდა დააფიქროს ოპოზიცია იმიტომ, რომ საჭიროა ახლა გადაეწყოს პოლიტიკური პროცესი უფრო რაციონალურ, უფრო კოორდინირებულ და უფრო შეთანხმებულ მოქმედებებზე. ეს გულისხმობს პლატფორმის გაფართოებას, ეს გულისხმობს საერთო შეხების და გადაწყვეტილებების მიღების კარგ კოორდინაციასთან და ეს გულისხმობს, მათ შორის, ცვლილებების შემდგომ მომავალი მთავრობის ირგვლივ მეტ სიცხადესთან. ამიტომ არის ახლა საჭირო ამ გეგმით სვლა და იმ ენერგიის და იმ შესაძლებლობების მიმართვა მომავლისკენ და არა დაპირისპირებისკენ, რომელიც დაასუსტებს ახლა ამ ბრძოლას", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ არც არჩევნებში მონაწილეობის კამპანია და არც ბოიკოტის კამპანია არ არის მისაღები და გამოსავალი არის ერთიანობა. მისივე თქმით, წინააღმდეგობის პლატფორმა უნდა გაძლიერდეს და ამ პლატფორმამ გარდამავალი მთავრობა ჩამოაყალიბოს.
თაგები:
ეკა ბესელია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს