ეკა ბესელია – დღეს სასამართლომ ძალადობის და აგრესიის წამახალისებელი გარემო გააძლიერა!

ავტორი
Front News საქართველო
პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერი ეკა ბესელია სოციალურ ქსელში ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდამსხმელების საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.
“დღეს სასამართლომ ვახო სანაიას საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით, ძალადობის და აგრესიის წამახალისებელი გარემო გააძლიერა! ვითარების და არსებული რეალობის გათვალისწინებით ეს ქმნის კიდევ უფრო სახიფათო პრეცედენტს. მოსამართლეს უნდა ესმოდეს, რომ ისიც ამ აგრესიული სოციუმის ნაწილი ხდება და როგორც ერთ-ერთი ავტორი, განუზომლად დიდ ტვირთს ატარებს”, – წერს ეკა ბესელია.
“ფორმულას” ტელეწამყვან ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულებმა საპატიმრო დღეს დატოვეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამივე მათგანს შეეფარდა 6-თვიანი პატიმრობა, ეს ვადა კი დღეს ამოიწურა.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


