Logo

ეკა ბესელია - ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები ჩვენს მეზობელ ქვეყანაში ძალიან ბევრ რამეს გვაჩვენებს

პოლიტიკა
128
Frontnews image description

დღევანდელი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები ჩვენს მეზობელ ქვეყანაში ძალიან ბევრ რამეს გვაჩვენებს, პირველ რიგში, იმას, რა დღეშიც ჩააგდო "ოცნებამ" ჩვენი ქვეყანა, - ამის შესახებ “მართლმსაჯულების სახლის” დამფუძნებელმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, "ოცნება" დაიკარგა რეგიონში მიმდინარე პროცესებში.

"დღევანდელი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები ჩვენს მეზობელ ქვეყანაში, ძალიან ბევრ რამეს გვაჩვენებს, პირველ რიგში, იმას, რა დღეშიც ჩააგდო "ოცნებამ" ჩვენი ქვეყანა, როგორ შემოტრიალდა დღის წესრიგი და ის, რაც საქართველოსთვის ბუნებრივი დღის წესრიგი იყო - მთავარი ევროპული ღონისძიებების მასპინძლობა წლები, დაიკარგა.

რა პროცესებიც ახლა მიმდინარეობს ჩვენს რეგიონში, ვხედავთ, რომ "ოცნება" დაიკარგა ამ პროცესში იმიტომ, რომ ამ  პოლიტიკურ დღის წესრიგში არა მხოლოდ იზოლაციაა და როდესაც ბრიტანეთთან აფორმებს სომხეთი სტრატეგიულ პარტნიორობას და ამ დროს ბრიტანეთი ასანქცირებს ქართველ ჩინოვნიკებს და პროპაგანდისტულ მედიას, ამ პროცესში, როდესაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრიც გამოეცალათ, როგორც მთავარი მოკავშირე და დარჩნენ ახლა მარტო საკუთარ სანქციებთან პირისპირ, ეს ნიშნავს, რომ ახლა ეძებს, პირველ რიგში, ივანიშვილი - დანარჩენი ყველა, ალბათ, ასრულებს ამ როლს მეტ-ნაკლებად, ზოგი უნიჭოდ, ზოგი კომიკურად, ზოგი ტრაგიკულად, ეძებს ახლა სად შეიძლება იპოვოს საყრდენი იმიტომ, რომ ხედავს, რომ მარტოა დარჩენილი და მარტოა რუსეთის გავლენის ქვეშ, რომლის მიმართ შიში აქვს და არა რაღაც დაცულობის განცდა.

გული კი შემიწუხდა, ისე მიდიოდა, ამ წითელ ხალიჩაზე გავლის კულტურაც არ აქვს ამ კაცს, კობახიძეს. გინდა რომ შენი ქვეყანა წარმოადგინოს ადამიანმა ისე, როგორც ეკადრება ამ ისტორიის ქვეყანას და რომ უხარიათ ეს ხელის ჩამორთმევის კადრები და უბრალოდ იმასაც ვერ ხვდებიან, რომ გაჩვენებს ეს ევროპული კულტურა და სტანდარტი, რომ შენ ასე უნდა ეპარტნიორებოდე შენს მეზობელ ქვეყანას, პარტნიორს თუ მომავალ მოკავშირეს", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები