ეკა ბესელია – თუ ამაზე ჩვენი ამომრჩევლები, ჩვენი მოქალაქეები თვალს დახუჭავენ, ყველაფრის ღირსი ვიქნებით


ავტორი
Front News საქართველო
პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერი ეკა ბესელია “ქართული ოცნების” დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამაზე საზოგადოებამ თვალები არ უნდა დახუჭოს და საკადრისი პასუხი გასცეს.
“ეს არის მანიაკალურად შეპყრობილი ძალაუფლების წყურვილით დაჯგუფება, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს დემოკრატიასთან. თუ ამაზე ჩვენი ამომრჩევლები, ჩვენი მოქალაქეები თვალს დახუჭავენ და ამას ჩვენ ვპატიოთ, მაშინ, რა თქმა უნდა, ყველაფრის ღირსი ვიქნებით. ამიტომ, პასუხი ამაზე უნდა იყოს ის, რომ ასეთ ხელისუფალს ხმას რომ მისცემ, ეს არის ბოროტება და სირცხვილი.
მე ვურჩევ ოპოზიციას, იმ პარლამენტში რაღა ესაქმებათ, სადაც პრაქტიკულად პოლიტიკური პროცესი მოკვდა. არჩევნებია წინ და უნდა მოემზადოს ყველა არჩევნებისთვის”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
“ქართულმა ოცნებამ” 19 აპრილის ხელშეკრულება ანულირებულად გამოაცხადა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს