Logo

ეკა ხერხეულიძე – ყველამ იგრძნო, რომ სამშობლოს კარგავენ, არავინ დაძახებულზე არ გამოსულა, ჩვენ ეს ენერგია არ უნდა გავფანტოთ

პოლიტიკა
1143
Frontnews image description

რუსეთის “შნირები” უნდა გავყაროთ ქვეყნიდან. ყველამ უნდა ვიმოქმედოთ იმისთვის, რომ გავთავისუფლდეთ ამ სამარცხვინო, თვითმარქვია ხალხისგან, –  ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ეკა ხერხეულიძემ აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აქციაზე მოვიდნენ ის მოქალაქეები, რომლებიც ხვდებიან, რომ სამშობლოს კარგავენ.

“ამ ქვეყანას ხელისუფლება აღარ ჰყავს. მე ვიცი, რომ რუსეთის “შნირები” უნდა გავყაროთ ქვეყნიდან. ყველამ უნდა ვიმოქმედოთ იმისთვის, რომ გავთავისუფლდეთ ამ სამარცხვინო, თვითმარქვია ხალხისგან, რომლებიც საქართველოს ისტორიას საშინლად ამახინჯებენ. ჩვენ დღეს ვითხოვთ საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვას, ჩვენ გვიწევს საკუთარი დამოუკიდებლობის გადარჩენა.

მე ვიცი, რომ ყველა მოქალაქე აქ უნდა მოვიდეს იმისთვის, რომ რუსები გავყაროთ ამ ქვეყნიდან. ყველამ იგრძნო, რომ სამშობლოს კარგავენ, არავინ დაძახებულზე არ გამოსულა. ჩვენ ეს ენერგია არ უნდა გავფანტოთ”, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები