
ავტორი
Front News საქართველო
ტრიბუნა არ დაიკარგება და მიხეილ სააკაშვილის სიტყვებს აუცილებლად გააჟღერებს სხვა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ევროპის სახალხო პარტიის ხელმძღვანელის დონალდ ტუსკის მიწვევა რეაგირების გარეშე არ დარჩება. თუმცა მან საიდუმლოდ დატოვა, თუ ვინ იქნება ის ადამიანი ვინც როტერდამში საქართველოს მესამე პრეზიდენტის გზავნილს გააჟღერებს.
„მიხეილ სააკაშვილის პოზიციას, მის სიტყვებს აუცილებლად გააჟღერებს სხვა, რომელიც იქნება კიდევ უფრო ემოციური, იმიტომ რომ ის არ ილაპარაკებს საკუთარი ენით, ილაპარაკებს მიხეილ სააკაშვილის ენით, მიხეილ სააკაშვილის მოწოდებები ექნება ევროპას და დასავლურ სამყაროს. თავისთავად ეს არის უკიდურესად ჩიხური მდგომარეობა „ქართული ოცნებისთვის“. ეყოლება პატიმრად მიხეილ სააკაშვილი? ტრიბუნა არ დაიკარგება და მიხეილ სააკაშვილს სხვა გააჟღერებს, ის სხვა ვინც ვერც წარმოუდგენია…არ ეყოლებათ პატიმარი მიხეილ სააკაშვილი, ჯანმრთელობის გაუარესების ფონზე ის შეძლებს მიმართოს ევროპას”,- განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.
ევროპის სახალხო პარტიის ხელმძღვანელმა დონალდ ტუსკმა საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლის თხოვნით წერილი გამოუგზავნა.
თაგები:
ეკა ხერხეულიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს