ეკა ხერხეულიძე – უკვე 4 დღეა, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში იმყოფება

ავტორი
Front News საქართველო
მიხეილ სააკაშვილი უკვე 4 დღეა, საქართველოში იმყოფება, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილი იმყოფებოდა არა მხოლოდ ბათუმში, არამედ ქუთაისშიც და თბილისში კანცელარიის შენობასთანაც.
“ხელისუფლებამ დღეს აჩვენა უსუსურობა. ადამიანს ეძებდნენ საქართველოს საზღვრებს გარეთ. ამტკიცებდნენ, რომ აქ არ იყო. ჯიუტად ვეუბნებოდით, რომ აქ იყო, ვიცოდი რომ აქ იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათდა გასაოცრად სააკაშვილი დაიჭირეს თბილისში. ძალიან ახლოს, კანცელარიასთან იყო გუშინ.
დღეს არ არის პირველი დღე, რომ სააკაშვილი თბილისშია. უკვე მეოთხე დღეა ის საქართველოშია. ამის შესახებ ცნობა ამ ჩამოშლილ ხელისუფლებას არ ჰქონია. ამიტომ ეს გაცილებით დიდი პრობლემა მგონია, ვიდრე ის, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეშია. ეს დროებითი ფაქტია. ამის შესახებ იცოდა. გვისაუბრია. მიმართვაც გვქონდა გამზადებული. ეს არის ჩვეულებრივი ბრძოლის გზა. ეს გააკეთა შეგნებულად, რადგან ის თვლის, რომ ხვალ რეფერენდუმია და არა რიგითი არჩევნები და თუ რეფერენდუმია არცერთ ქართველს არ აქვს უფლება, ფარგლებს გარედან უყუროს საქართველოში რა მოხდება“,- განაცხადა ხერხეულიძემ.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


