ეკა კუპატაძე - მოუწევთ მკვლელებს და მკვლელების ადვოკატებს ჩემი მოსმენა

ავტორი
Front News საქართველო
გოგონას, რომელსაც ჩემი შვილი თურმე სექსუალურად ავიწროებდა, არაფერი ჰქონია თურმე სათქმელი სასამართლო პროცესზე, - ამის შესახებ მოკლული გიგა ავალიანის დედამ ეკა კუპატაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ის დღეს უნდა დაკითხულიყო მოწმის სახით, მაგრამ გეგმები შეიცვალა.
"მე დღეს უნდა დავკითხულიყავი, როგორც მოწმე და მათ ჩემი დაკითხვაც არ მოისურვეს. მე სულ ბოლოს უნდა მეთქვა სიტყვა, როგორც დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, რომელიც გათვალისწინებული იყო ბრალის წარდგენის დროს სასჯელის შეფარდებისთვის. ეს ამბავი წუხელ ძალიან გვიან გავიგე. ამიტომ, ვითხოვე მოვსულიყავი დღეს. მოვედი და მოუწევთ მკვლელებს და მკვლელების ადვოკატებს ჩემი მოსმენა. გთხოვთ, ჟურნალისტებს, ყველა ადვოკატი ჩაწერეთ, აბსოლუტურად ყველა. ჰკითხეთ - არ აინტერესებდათ იმ პირის გამოკითხვა და მოსმენა, ვინც მათ კიკინიან ბავშვებს "შეკვეთით იჭერს“, არ აინტერესებთ ჩემი მოსმენა? ნია იმნაძის მოსმენა არ გაინტერესებდათ? ნია იმნაძე არის გოგონა, ვინც ჩემი შვილი მიწაში ჩააწვინა და ვინც ეს არასრულწლოვანები ციხეში გაუშვა. გოგონას, რომელსაც ჩემი შვილი თურმე სექსუალურად ავიწროებდა, არაფერი ჰქონია თურმე სათქმელი სასამართლო პროცესზე. ყველა ადვოკატს ჰკითხეთ, რატომ არ აინტერესებდათ ეკა კუპატაძის აზრი ნია იმნაძის და სხვ დანარჩენების. ქვას ქვაზე დავადუღებ", - განაცხადა ეკა კუპატაძემ.
28 წლის მასწავლებელი გიგა ავალიანი თბილისში, თემქის დასახლებაში, არასრულწლოვნების თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა; ავალიანის მკვლელობის საქმეზე ოთხი პირია დაკავებული.
თაგები:
ეკა კუპატაძე




