Logo

ეკა წერეთელი - გიორგი არანაირ საპროცესო გარიგებაზე წამოსვლას არ აპირებს, ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას ღირსეულად, ბრძოლას ბოლომდე

სამართალი
283
Frontnews image description

გიორგი არანაირ საპროცესო გარიგებაზე წამოსვლას არ აპირებს, ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას ღირსეულად, ბრძოლას ბოლომდე, - ამის შესახებ დაკავებული გიორგი ჩიკვაიძის დედამ ეკა წერეთელმა განაცხადა.

მისივე თქმით, გიორგი ჩიკვაიძე და მისი ოჯახი უკან დახევას არ პირებს.

"დღეს არის სააპელაციო სასამართლო, შეიძლება ეს იყოს საბოლოო. გიორგი არანაირ საპროცესო გარიგებაზე წამოსვლას არ აპირებს. ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას ღირსეულად, ბრძოლას ბოლომდე. დღევანდელ სხდომას ის არ დაესწრება და არც ირაკლი, იმიტომ, რომ მას რ უნდა ამ აიათოლების მასკარადში მონაწილეობა. საქართველო არასოდეს არ ყოფილა აიათოლების და ვერც გახდება.

სახელმწიფო ბრალდება გიორგის აბრალებს, რომ 2 შპს-ს შორის ვერ შედგა ხელშეკრულება. აბსოლუტურად აღიარებული უკან ტრანშით გადარიცხული თანხა, მაგრამ ეს იყო პოლიტიკური შურისძიება. ჩვენ ამასაც გავუძლებთ", - განაცხადა ეკა წერეთელმა.

სააპელაციო სასამართლომ გიორგი ჩიკვაიძის და გიორგი პაპიაშვილს მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა.  

პროკურატურა გიორგი ჩიკვაიძესა და ირაკლი პაპიაშვილს წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას ედავებოდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ჩიკვაიძეს თავისუფლების 9 წლით და ირაკლი პაპიაშვილი თავისუფლების 8 წლით აღკვეთა გასული წლის მაისში მიუსაჯა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები