ეკა წერეთელი - მაცნეს, რომ ჩემი შვილის მიმართ გამოყენებული გირაოს პატიმრობით შეცვლა არასაკმარისად იყო დასაბუთებული

ავტორი
Front News საქართველო
დღეს სახალხო დამცველის აპარატში გადმომცეს დოკუმენტი, რომლითაც მაცნეს, რომ ჩემი შვილის გიორგი ჩიკვაიძის მიმართ გამოყენებული გირაოს პატიმრობით შეცვლა არასაკმარისად იყო დასაბუთებული, - ამის შესახებ დაკავებული ბიზნესმენის გიორგი ჩიკვაიძის დედა ეკა წერეთელი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, მიუხედავად ამისა, ბრძოლა იქნება ბოლომდე, თუნდაც დროში გაწელილი.
"დღეს სახალხო დამცველის აპარატში გადმომცეს დოკუმენტი, რომლითაც მაცნეს, რომ ჩემი შვილის გიორგი ჩიკვაიძის მიმართ გამოყენებული გირაოს პატიმრობით შეცვლა არასაკმარისად იყო დასაბუთებული და რომ მისი საქმე შევიდა ანგარიშში: "აღკვეთის ღონისძიებების გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემები".
გააქვთ კიდევ რაიმე შეკითხვები...
მართალია გვიან, მაგრამ არაუშავს... ეს დოკუმენტი ძალიან წინ წასწევს სტრასბურგის საქმეს...
P.S. საქმის ეს ნაწილი უკვე გასაჩივრებულია სტრასბურგში და ელოდება განხილვას....
ბრძოლა იქნება პრინციპული, შეიძლება დროში გაწელილი, მაგრამ ღირსეული... გამარჯვება მოვა" , - წერს ეკა წერეთელი.
გიორგი ჩიკვაიძეს და ირაკლი პაპიაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182, II – „ა, "დ", III -“ბ” მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე “რამზეს იახტების“ დამფუძნებელს გიორგი ჩიკვაიძეს თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიუსაჯა, მის პარტნიორ ირაკლი პაპიაშვილს კი - 8 წლით.





