
ავტორი
Front News საქართველო
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში „ომიკრონის“ 24 დადასტურებული შემთხვევაა.
როგორც ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კლინიკური სექტორი მობილიზებულია და გამოწვევებს უმკლავდება.
“ამ დროისთვის „ომიკრონით“ ინფიცირების 24 დადასტურებული შემთხვევაა. 15 შემთხვევა არის კვლევაში და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ჩვეული გამჭვირვალობით გააგრძელებს ამასთან დაკავშირებით კომუნიკაციას.
რაც შეეხება ჰოსპიტალური სექტორს, ის არის მზად. კლინიკური ჯგუფები, როგორც ადრე, ახლაც ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ პაციენტების ნაკადის მართვასთან დაკავშირებით. პირველადი ჯანდაცვა არის სრულად მობილიზებული, რომ ჰქონდეს დროული რეაგირება, სისტემა ადეკვატურად პასუხობს გამოწვევებს და დარწმუნებული ვარ, ასე გაგრძელდება“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს