Logo

ექთნების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ბათუმში რეგიონული კონფერენცია გაიმართა

რეგიონები
79
Frontnews image description

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე „ექთნებისა და მეანი ექთნების საერთაშორისო კვირეულის“ ფარგლებში გამართულ რეგიონულ კონფერენციას დაესწრო და ღვაწლმოსილი ექთანების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

„მადლობა თითოეულ ექთანს პასუხისმგებლობისა და პროფესიონალიზმისთვის. განსაკუთრებული მადლობა კი ღვაწლმოსილ ექთნებს, რომლებმაც ათწლეულების განმავლობაში ღირსეულად ატარეს პროფესიის სიყვარული. მათი მრავალწლიანი, უწყვეტი ზრუნვა ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საყრდენია“, - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

ექთნებს პროფესიული დღე მიულოცეს და დაჯილდოების ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა, აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ილია ვერძაძემ, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლემ სოფიო ბაკურიძემ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა ირაკლი ნატროშვილმა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა.

კონფერენციის ფარგლებში მადლობის სიგელი და უწყვეტი პროფესიული განათლების 30 კრედიტის დაფინანსების ულიმიტო პაკეტი გადაეცა რეგიონის 32 ღვაწლმოსილ ექთანს.

კონფერენცია თემაზე - "პროფესიული აღიარებისა და განვითარების ეროვნული პლატფორმა“ ეფუძნებოდა საერთაშორისო პროფესიული ორგანიზაციების რეკომენდაციებს და მიზნად ისახავდა რეგიონულ და ეროვნულ დონეზე საექთნო და სამეანო პროფესიის განვითარების მხარდაჭერას და ადამიანური რესურსების გაძლიერებას. ღონისძიებას ორგანიზებას უწევდა „ექთანთა გაერთიანება“, ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი - „ავიცენა“  და ბათუმის სამედიცინო აკადემია.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები