Logo

ელენე გიორგაძე – დღეს დავამთავრეთ მესამე კრიტიკული დღე, პაციენტიც და ყველა ექიმი ვართ კმაყოფილი

საზოგადოება
1332
Frontnews image description

დღეს დავამთავრეთ მესამე კრიტიკული დღე, პაციენტიც და ყველა ექიმი ვართ კმაყოფილი,  –  ამის შესახებ  მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმის წევრმა, ექიმმა ელენე გიორგაძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისი თქმით, სისუსტე ამ მდგომარეობაში ნორმალურია და ის კიდევ დიდხანს გაგრძელდება.

 

“დღეს დავამთავრეთ მესამე კრიტიკული დღე. პაციენტიც და ყველა ექიმი ვართ კმაყოფილი. „ჩეპეს“ გარეშე გავიარეთ სამივე დღე. დღეს დამატებით კალორაჟი და კვება იყო უფრო გაფართოებული. თავს გრძნობს დამაკმაყოფილებლად, სტაბილურია მისი მდგომარეობა. ყველა ანალიზი კეთდება ყოველ დღე, შიმშილის მარკერები ნორმალურია, როგორც იქნა ცილაც უკვე ნელ-ნელა დაიწყო მოწესრიგება. ხვალიდან გადავდივართ უკვე დაკვირვების სტადიაში, ნელ-ნელა გავაფართოებთ კალორაჟს, შევიყვანთ სხვადასხვა პროდუქტებს, ეს გაგრძელდება ალბათ, ორშაბათამდე, შემდეგ უკვე გადავალთ სულ სხვა კვებაზე. თვითონ თავს გრძნობს უკეთესად. სისუსტე ნურავის გაგიკვირდებათ, რომ რჩება, თუმცა, ისეთი არ არის, როგორიც შაბათს იყო.

 

სისუსტე რჩება 50 დღე, როდესაც შიმშილობს ადამიანი. ალბათ, არავის გაუკვირდება, რომ ფეხბურთს ვერ ითამაშებს, ამიტომ, ნელნელა ყველაფერი უნდა ალაგდეს. ყოველ დღე მოგაწვდით ინფორმაციას, რა მომეწონება და რა არა. თითოეული ჩვენი შესვლა ხდება პაციენტის თანხმობით, პაციენტი თვითონ ირჩევს და თვითონ გვაძლევს თანხმობას, ვინ და როდის იმუშაოს. პაციენტს ჰყავს ფსიქიატრი, რომელიც პირველი დღიდან აკონტროლებდა. როგორც კი პაციენტისგან გვექნება მოთხოვა, მინდა რომ ვნახო ეს ადამიანი, მაშინვე გამოძახებული იქნება“, – განაცხადა გიორგაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები