Logo

ელენე ხოშტარია - ბევრად უფრო ძლიერი რეჟიმებიც კი, საბოლოო ჯამში, კუთხეში ემწყვდევიან და იჭედებიან

პოლიტიკა
260
Frontnews image description

ავტორიტარული და დიქტატორული რეჟიმების ეტაპები დგება, როდესაც მათ უკვე შექმნილი პრობლემებიდან გამომდინარე, იძულებით ნაბიჯებზე წასვლა უწევთ, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ბევრად უფრო ძლიერი რეჟიმებიც კი, საბოლოო ჯამში, კუთხეში ემწყვდევიან და იჭედებიან.

"ეს პროტესტი არის ნელა მოქმედი, მაგრამ ძალიან მყარი, უწყვეტი და პრინციპული წნეხი, რომელიც ვერაფრით ვერ მოიშორეს. ისინი იძახდნენ - ახალი წელი მოვა, ხალხი დაიღლება; ახლა აღდგომა მოვა და ხალხი დაიღლებაო -  მაგრამ არაფერმა არ შეაჩერა ეს პროტესტი. 

ასევე, პოლიტიკური ლეგიტიმაციის არმიცემის საკითხია ამ რეჟიმისთვის, რაც მათ უზღუდავთ პოლიტიკური მოქმედებების არეალს და არსებობს საერთაშორისო წნეხი, რომელიც გამომდინარეობს ჩვენი პროტესტით, ისინი ხედავენ ჩვენს პროტესტს და "რუსულ ოცნებას" არც ერთ სიტყვას აღარ არჩენენ. ასევე, გეოპოლიტიკური სურათიც ასეთია რეგიონში, რომ მათ, ამ ტიპის რეჟიმებს ეს ხელს არ უწყობს.

ავტორიტარული და დიქტატორული რეჟიმების ეტაპები დგება, როდესაც მათ უკვე შექმნილი პრობლემებიდან გამომდინარე, იძულებით ნაბიჯებზე წასვლა უწევთ. ვერ კონსოლიდირდებიან და ეს არის იმ რყევების შედეგი, რომელიც გარდაუვალია. ბევრად უფრო ძლიერი რეჟიმებიც კი, საბოლოო ჯამში, კუთხეში ემწყვდევიან და იჭედებიან და სწორედ ამიტომაა ართანამშრომლობა მნიშვნელოვანი და ამიტომაცაა ლეგიტიმაციის არმიცემა მნიშვნელოვანი", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

Advertisement