ელენე ხოშტარია - ჩვენ ვხედავთ რეპრესიული შოუს მორიგ ტალღას


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ ვხედავთ რეპრესიული შოუს მორიგ ტალღას. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ დღეებში მოხდა მძიმე დანაშაული - დაჭრილი რიჟვაძე და შიდა გარჩევები, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანას რუსული და მაფიოზური კლანი მართავს.
"ჩვენ ვხედავთ რეპრესიული შოუს მორიგ ტალღას. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ დღეებში მოხდა მძიმე დანაშაული - დაჭრილი რიჟვაძე და შიდა გარჩევები. მთავარი კითხვა არის არა ის, თუ რა ხდება. რა ხდება, ეს ყველამ კარგად იცის - ჩვენ გვყავს რუსული კრიმინალური, მაფიოზური და არეულობაში მყოფი ხელისუფლება, რომელიც არის გადმოსული მოქალაქეებზე შეტევაზე. ამიტომ, მთავარი კითხვა არის ის, თუ რას ვშვრებით, რა არის ის გზა, რომლითაც შენ შეიძლება მოერიოს ამ სისტემას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საერთაშორისო ურთიერთობები, საერთაშორისო გეოპოლიტიკური რუსეთი იცვლება ანტირუსული მიმართულებით.
გეოპოლიტიკური დადებითი დინამიკა არაფერს არ იზამს, თუ ჩვენ აქ, შიგნით სწორი, რაციონალურად გააზრებული ბრძოლის გზა არ ავირჩიეთ და რა არის ეს ბრძოლის გზა - ერთი ეს არის მშვიდობიანი, მუდმივი, უწყვეტი ძლიერი საერთო ეროვნული პროტესტი. ამის მასშტაბის გაფართოება არის მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისთვის, რომ წნეხი შენარჩუნდეს ხელისუფლებაზე. მეორე - ხელისუფლების სოციალური და პოლიტიკური სრული იზოლაცია, რაც გამოიწვევს მათ საერთაშორისო იზოლაციას. იმისთვის, რომ შენ მართო ქვეყანა, საჭიროა, რომ გემორჩილებოდნენ მოქალაქეები", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
თაგები:
ელენე ხოშტარია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს