Logo

ელენე ხოშტარია - ერთიანი ევროპის იდეამ ჯერ მოლდოვაში გაიმარჯვა, ახლა უნგრეთში, ტენდენციად რომ ვაქციოთ, უნდა გასამდეს ჩვენთან

პოლიტიკა
215
Frontnews image description

ავტოკრატიული რეჟიმები, რომლებიც ერთმანეთს მხარს უჭერენ, უფრო და უფრო ნაკლები რჩება, ხოლო დასავლეთი მზარდად მოქმედია, - ამის შესახებ ციხიდან გავრცელებულ წერილში "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია წერს.

"გაუმარჯოს ევროპულ უნგრეთს! თანამედროვე ავტორიტარული რეჟიმები ორ ძირითად რამეზე აკეთებენ გათვლას: რეჟიმებს შორის სოლიდარობა და ურთიერთმხარდაჭერა.

დასავლეთის ინერტულობა და უმოქმედობა ავტოკრატიული რეჟიმები, რომლებიც ერთმანეთს მხარს უჭერენ, უფრო და უფრო ნაკლები რჩება, ხოლო დასავლეთი მზარდად მოქმედია.

ერთიანი ევროპის იდეამ ჯერ მოლდავეთში გაიმარჯვა, ახლა - უნგრეთში. ტენდენციად რომ ვაქციოთ, უნდა გასამდეს ჩვენთან. ტყუილი საპნის ბუშტივით სკდება, გამძლეობას კი შედეგი მოაქვს. ერთი, რაც ნამდვილად შეგვიძლია ვისწავლოთ უნგრეთისგან არის, რომ ევროკავშირისა და ნატოს წევრობა ავტორიტარიზმს საზღვრებს უწესებს, რაც ასე სჭირდება ჩვენს ახალგაზრდა დემოკრატიას. ბოლომდე! რუსთავის ქალთა ციხე”, - წერს ელენე ხოშტარია.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები