ელენე ხოშტარია - ინგრევა რუსეთის და რუსული ოცნების კიდევ ერთი ტყუილი, თითქოს ევროპაში ინტეგრაცია ნიშნავს ომს


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის მარცხი მოლდოვაში! პროდასავლური ძალები რეგიონში სულ უფრო და უფრო ძლიერდებიან, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ინგრევა რუსეთის და რუსული ოცნების კიდევ ერთი ტყუილი, თითქოს ევროპაში ინტეგრაცია ნიშნავს ომს.
"რუსეთის მარცხი მოლდოვაში! პროდასავლური ძალები რეგიონში სულ უფრო და უფრო ძლიერდებიან. პირველ რიგში, ვულოცავ მაია სანდუს და მოლდაველ ხალხს! ეს გამარჯვება ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. რუსეთის დასუსტება რეგიონში, ევროკავშირის, დემოკრატიის, თავისუფალი არჩევნების გამარჯვება, რუსეთის გაძევებისა და ევროპულ გზაზე დაბრუნების ჩვენს შანსებს აძლიერებს. საქართველოს რუსეთისგან გამოგლეჯა და უკრაინის გარდაუვალი გამარჯვება, პრაქტიკულად დაასრულებს რეგიონში მშვიდობის, ნამდვილი მშვიდობის, დამყარებას.
ინგრევა რუსეთის და რუსული ოცნების კიდევ ერთი ტყუილი, თითქოს ევროპაში ინტეგრაცია ნიშნავს ომს. მოლდოვა ნათელი მაგალითია, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია არის თავისუფლების და მშვიდობის გზა. საქართველო ისტორიულ და რეგიონალურ ანომალიად არ უნდა დარჩეს. ბოლომდე!“, - წერს ელენე ხოშტარია.
მოლდოვაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ მაია სანდუს პარტიამ ხმების 50%-ზე მეტი მოიპოვა.
თაგები:
ელენე ხოშტარია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს