ელენე ხოშტარია - "ლელო“ ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ პრეზიდენტის ინიციატივას ეთანხმება


ავტორი
Front News საქართველო
"ლელო“ ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ პრეზიდენტის ინიციატივას ეთანხმება, – ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა არა მხოლოდ ის თქვა, რომ „ის არჩევნები არაა, არამედ ისიც, რომ ის რომ არჩევნები არ არის, ამიტომ მონაწილეობა აბსურდია“.
„ლელო“ ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ პრეზიდენტის ინიციატივას ეთანხმება, რადგან პრეზიდენტმა არა მხოლოდ ის თქვა, რომ ის არჩევნები არაა, არამედ ისიც, რომ ის რომ არჩევნები არ არის, ამიტომ მონაწილეობა აბსურდია. ჰოდა, კეთილსინდისიერება გვმართებს ყველას პოზიციის სიცხადეში“, – წერს ელენე ხოშტარია.
„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია: „ჩვენ ვეთანხმებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომ 4 ოქტომბერს არჩევნები არ ტარდება! ეს არის ბრძოლის ველი, სადაც, ქართველ ხალხთან ერთად, ბრძოლით შესვლა გადავწყვიტეთ“.
თაგები:
ელენე ხოშტარია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს