ელენე ხოშტარია - პროკურატურის ე.წ. ბრალდება სწორედ ის შემთხვევაა, რომლითაც მთელი ცხოვრება ვიამაყებ

ავტორი
Front News საქართველო
ამაყი ვარ, რომ "რუსული ოცნების“ დასანქცირებაში ჩემი მოკრძალებული წვლილიც არის, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია ციხიდან გავრცელებულ წერილში წერს.
მისივე თქმით, პროკურატურის ბრალდება სწორედ ის შემთხვევაა, რომლითაც მთელი ცხოვრება იამაყებს.
"რუსული რეჟიმის პირობებში ძალიან იშვიათად მქონია სიამაყის შეგრძნება, სირცხვილი და სინდისის ქენჯნა ბევრად ხშირი თანამგზავრია ჩემი. თუმცა, პროკურატურის ე.წ. ბრალდება სწორედ ის შემთხვევაა, რომლითაც მთელი ცხოვრება ვიამაყებ. ამაყი ვარ, რომ რუსეთის უკრაინაზე თავდასხმიდან რამდენიმე კვირაში, ჩავედი უკრაინის საზღვარზე და შემდეგ, ომის განმავლობაში, არაერთხელ ვიყავი კიევსა და ბუჩაში. ამაყი ვარ, რომ ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, ვეხმარებოდი უკრაინიდან გამოქცეულ უსახლკაროდ დარჩენილ მოხუცებსა და ბავშვებს. ამაყი ვარ, რომ „რუსული ოცნების“ დასანქცირებაში ჩემი მოკრძალებული წვლილიც არის. ეს ჩემთვის, გარკვეულწილად, იმ სირცხვილის კომპენსაციაა, რომელსაც ყველა წესიერი ადამიანი განიცდის „ოცნების“ მოღალატეობრივი პოლიტიკის გამო.
მჯერა, ამ სირცხვილს ყველა ერთად მოვიწმენდთ და ისტორიის კოშმარულ ფურცელზე დავტოვებთ.
ვხედავთ, საკუთარი თავგანწირვის ხარჯზე, სულ რაღაც 3 კვირაში, რუსთაველის პროტესტმა, როგორ აქცია ფერფლად ბოლო რეპრესიული კანონიც. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. ეს აცლის ძალას რეჟიმს, აცლის რეპრესიულ ინსტრუმენტებს და აჩვენებს, თუ რამდენად ძლიერი, მართალი და ერთიანია ხალხი. პოლიციის ჩაყენება სწორედ კანონის ვერ გამოყენებას ნიშნავს. მარშები კი „ოცნებისთვის“ ახალი თავსატეხია. ბოლომდე!“, - წერს ელენე ხოშტარია.
პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
თაგები:
ელენე ხოშტარია
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


