ელენე ხოშტარია - ყველა ორგანიზაციას, საერთაშორისო გამოძიებას ჩვენებასაც მივცემ და ჩემი სამედიცინო კვლევების 1000-მდე გვერდსაც გავუზიარებ

ავტორი
Front News საქართველო
ე.წ. მთავრობა, რომელიც მოქალაქეებს ამარჩიელებს ერთ-ერთ ფუნდამენტურ საკითხზე - ჯანმრთელობაზე - არა თუ მთავრობა არაა, არამედ ადამიანებისთვის საშიში მოვლენაა. რეჟიმმა ჩუმად მოწამლა საკუთარი ხალხი, მერე ექიმებს დაუმალა მომწამვლელი ნივთიერება, რომ ვერ ემკურნალათ და ახლაც თავის გადარჩენის სამარცხვინო და საკმაოდ უნიჭო მოძრაობებით არის დაკავებული, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია ციხიდან გავრცელებულ წერილში წერს.
"რაც ამ დღეებში მოვისმინე და ვნახე, ჩემთვის ძალიან ნაცნობი და გასაგებია. “რუსული კანონის” დარბევების შემდეგ, დღემდე უცნობია ჩემი ორგანიზმის უეცარი ჩამოქცევის მიზეზი. ჩემი იმუნური სისტემა ჩამოიშალა და თურქ ექიმებს საკმაოდ რთული პროცედურების ჩატარება დასჭირდათ, სასიცოცხლო მაჩვენებლების გამოსასწორებლად. ამ ჩამოქცევამ, გარდა სიცოცხლის რისკისა, პროვოცირება გაუკეთა 4 სხვადასხვა მწვავე დაავადებას, სხვადასხვა სახის ძლიერ ტკივილს, უკიდურეს სისუსტეს და გამოიწვია ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჩემი უფუნქციოდ ყოფნა.
ჩემი გაუთავებელი ავადმყოფობის მიზეზი დღემდე დაუდგენელია, ხოლო ექიმების ერთ-ერთი ვარაუდი ინტოქსიკაციაა, რომლის მკურნალობა მომწამვლელი ნივთიერების სახელის ცოდნის გარეშე, შეუძლებელი იყო. შარშანდელი დარბევების შემდეგ კი აღარაფერს ვამბობ კანის დამწვრობაზე, ღებინებაზე და თვეების განმავლობაში ძალიან მაღალ არტერიულ წნევაზე.
ჰოდა, ყველა ორგანიზაციას, ყველა საერთაშორისო გამოძიებას, ყველა კომპეტენტურ ადამიანს ჩვენებასაც მივცემ და ჩემი სამედიცინო კვლევების 1000-მდე გვერდსაც გავუზიარებ. ასე უნდა მოვიქცეთ ყველა. რეჟიმი მის მიერ ჩადენილ ბოროტმოქმედებას ვერ გაამართლებს. ბოლომდე მივიყვანთ ამ საქმეს!
6 დეკემბერს, 19:00 საათზე, ფილარმონიასთან აქციაზე მე „ვერ მოვახერხებ“ მოსვლას, ძალიან მნიშვნელოვანია, ვიყოთ ბევრნი! ბოლომდე!" - წერს ხოშტარია.
თაგები:
ელენე ხოშტარია
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


