Logo

ელენე ხოშტარია - სრულად ვიზიარებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას

პოლიტიკა
147
Frontnews image description

სრულად ვიზიარებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას, შეიქმნას სპეციალური სახელმწიფო ფონდი ბიუჯეტიდან მოპარული ფულის ბავშვთა დაავადებების სამკურნალოდ გამოსაყენებლად, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია ციხიდან გავრცელებულ წერილში წერს.

მისივე თქმით, ის ასევე იზიარებს სულისკვეთებას, რომ დაიწყონ ფიქრი, რას გადაწყვეტენ ამ ხელისუფლების წასვლის შემდეგ.

"სრულად ვიზიარებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას, შეიქმნას სპეციალური სახელმწიფო ფონდი ბიუჯეტიდან მოპარული ფულის ბავშვთა დაავადებების სამკურნალოდ გამოსაყენებლად. ასევე ვიზიარებ მის სულისკვეთებასაც, რომ დავიწყოთ ფიქრი, რა გადაწყვეტილებებს მივიღებთ ამ არალეგიტიმური ხელისუფლების წასვლისა და მათ მიერ ჩადენილი სიბინძურეების ამოტივტივების შემდეგ", - წერს ელენე ხოშტარია. 

სალომე ზურაბიშვილი ინიციატივით გამოვიდა და "ქართულ ქარტიაზე" ხელმომწერებს ორი ცვლილება შესთავაზა - "ქართულ ქარტიაში“ უნდა ჩაეწეროს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მედიკამენტების ბიუჯეტიდან დაფინანსება და შეიქმნას სახელმწიფო სპეციალური ფონდი, სადაც ჩაირიცხება "კორუფციით, მანკიერი ტენდერებით და სხვა ფორმით ბიუჯეტიდან მოპარული თანხები“.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები