ელენე ხოშტარია – წინა არჩევნებზე ღირსებამ დაამარცხა ღორობა, უნამუსობა, უსიყვარულობა და ეს მაგალითი გლდანმა უნდა გადასცეს მთლიანად საქართველოს


ავტორი
Front News საქართველო
წინა არჩევნებზე ღირსებამ დაამარცხა ღორობა, უნამუსობა, უსიყვარულობა და ეს მაგალითი გლდანმა უნდა გადასცეს მთლიანად საქართველოს, – ამის შესახებ ოპოზიციის შეთანხმებულმა კანდიდატმა, “დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ გლდანში წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, განსაკუთრებით ამაყია, რომ კენჭს იყრის გლდანში, უბანში, რომელმაც დაამტკიცა, რომ ძალაუფლება არის ხალხის.
“თქვენ მთელ ქვეყანას აჩვენეთ გამარჯვების მაგალითი, რომელსაც ძალიან ბევრი იმედით შეყურებდა და იმედით შეჰყურებს, აქ საქმე არ არის პროცენტებში. აქ საქმეა იმაში, რომ თქვენ ყველას უთხარით, რომ ძალაუფლება არის ჩვენი, ძალაუფლება არის ხალხის, ძალაუფლება არის საქართევლოს მოქალაქის და არა სუსის, ივანიშვილის, კობახიძის ან ნებისმიერი ადამიანის, რომელსაც შეიძლება დღეს აქვს ფული, მაგრამ არ აქვს ღირსება. წინა არჩევნებზე ღირსებამ დაამარცხა ღორობა, უნამუსობა, უსიყვარულობა, და ეს მაგალითი გლდანმა უნდა გადასცეს მთლიანად საქართველოს”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
თაგები:
ელენე ხოშტარია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს