ელენე ხოშტარიას სასამართლო პროცესი 10 მარტამდე გადაიდო

ავტორი
Front News საქართველო
"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას სასამართლო პროცესი გადაიდო.
სხდომა 10 მარტს ჩაინიშნა.
საქმე თბილისის მერის კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებას ეხება.
შემდეგ პროცესზე ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვის მოსმენაა დაგეგმილი.
ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
თაგები:
ელენე ხოშტარია




