“ენერგოატომი” – რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს სამხრეთ უკრაინის ატომურ ელექტროსადგურზე


ავტორი
Front News საქართველო
ორშაბათს, 19 სექტემბერს, ღამით, რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს სამხრეთ უკრაინის ატომურ ელექტროსადგურზე. ერთ-ერთი რაკეტა ბირთვული რეაქტორებიდან 300 მეტრში ჩამოვარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას “ენერგოატომი” ავრცელებს.
“დარტყმის ტალღამ დააზიანა ატომური ელექტროსადგურის შენობა, ჩაამსხვრია 100-ზე მეტი ფანჯარა. გამოირთო ალექსანდროვსკის ჰიდროელექტროსადგურის ერთ-ერთი ჰიდროელექტროსადგური, რომელიც სამხრეთ უკრაინის ენერგოკომპლექსის ნაწილია, ასევე სამი მაღალი ძაბვის ელექტროგადაცემი ხაზიც გაითიშა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ენერგოტომში აცხადებენ, რომ სამხრეთ ატომური ელექტროსადგურის სამივე ელექტროსადგური ამ დროისთვის ნორმალურად მუშაობს. სადგურის თანამშრომლებს შორის მსხვერპლი არ ყოფილა.
“რაშისტების ბირთვული ტერორიზმის აქტები საფრთხეს უქმნის მთელ მსოფლიოს. აუცილებელია მათი სასწრაფო შეჩერება ახალი კატასტროფის თავიდან ასაცილებლად!” – აღნიშნეს უწყებაში.
თაგები:
ატომური

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს