ენერგოატომი – ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რადიაციის გაჟონვისა და ხანძრის რისკით მუშაობს


ავტორი
Front News საქართველო
ენერგოატომის ინფორმაციით, 20 აგვისტოს დილის მდგომარეობით ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რადიაციული და სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევის რისკით მუშაობს.
“ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური კვლავ ოკუპირებულია და კონტროლდება რუსი სამხედროების მიერ. იმის გათვალისწინებით, რომ დამპყრობლების მოქმედებების პროგნოზირება შეუძლებელია, სადგურის ფიზიკური უსაფრთხოების საფრთხე რჩება. ახლა ზაპოროჟია აგრძელებს მუშაობას და ელექტროენერგიის გამომუშავებას შიდა ენერგოსისტემის საჭიროებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
ენერგოატომის ინფორმაციით, უკრაინელი პერსონალი აგრძელებს მუშაობას და ყველა ღონეს ხმარობს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ასევე ზიანის შედეგების აღმოსაფხვრელად.
5 აგვისტოს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსი სამხედროების თავდასხმის შედეგად, საავარიოო დაცვა ერთ-ერთ ელექტროსადგურზე ამუშავდა, სამი მოქმედი ელექტროსადგურიდან ერთი ახლა გამორთულია. რაშისტების დაბომბვის შედეგად სერიოზულად დაზიანდა აზოტ-ჟანგბადის სადგური და საერთო დამხმარე შენობა.
თაგები:
ზაპოროჟიე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს