ენტონი ბლინკენი – ნატო-ს წევრ პოლონეთს აქვს “მწვანე შუქი”, გადასცეს მოიერიშე თვითმფრინავები უკრაინას


ავტორი
Front News საქართველო
ნატო-ს წევრ პოლონეთს აქვს „მწვანე შუქი“, გადასცეს სამხედრო თვითმფრინავები უკრაინას – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა „სიბიესთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ბლინკენის თქმით, ახლა მოლაპარაკებები მიმდინარეობს პოლონურ მხარესთან, როგორ მოხდება მათი საჭიროებების დაკმაყოფილება, თუ ისინი უკრაინაში თავიანთ თვითმფრინავებს გაგზავნიან.
“სინამდვილეში, ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ჩვენს პოლონელ მეგობრებთან იმაზე, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ მათი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, თუ ისინი რეალურად გადაწყვეტენ უკრაინელებისთვის ამ მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებას. რისი გაკეთება შეგვიძლია? როგორ შეგვიძლია, დავეხმაროთ, რომ დარწმუნდნენ, მიიღებენ რაიმეს, რათა შეავსონ თვითმფრინავები, რომლებსაც ისინი უკრაინელებს გადასცემენ?“ – განაცხადა ბლინკენმა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს