ენტონი ბლინკენი – რუსეთის მხრიდან ნებისმიერ ესკალაციას სერიოზული შედეგები მოყვება


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმერ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა.
საუბრის ძირითადი თემა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია იყო.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, პრეზიდენტ ბაიდენის პრეზიდენტ პუტინთან მოლაპარაკებების წინ, ენტონი ბლინკენმა ვლადიმირ ზელენსკის დაუდასტურა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი რუსეთის აგრესიის წინაშე.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და უკრაინის პრეზიდენტი თანხმდებიან დონბასში კონფლიქტის მშვიდობიანი და დიპლომატიური დარეგულირებისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებზე, მათ შორის ყირიმზე უკრაინის სუვერენიტეტის სრული აღდგენის აუცილებლობაზე.
“მე მას გავუმეორე, რომ აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ურყევია. რუსეთის მხრიდან ნებისმიერ ესკალაციას სერიოზული შედეგები მოყვება”, – წერს ენტონი ბლინკენი „ტვიტერზე“.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს