ენტონი ბლინკენი – თუ კონფლიქტი მოვა ჩვენამდე, დავიცავთ ნატო-ს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ არ გვსურს კონფლიქტი, მაგრამ თუ კონფლიქტი თავად მოვა ჩვენამდე, მზად ვართ მისთვის და დავიცავთ ნატო-ს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ნატო-ს მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებული, გამიზნული აგრესიის შემდეგ, ეს ალიანსი გაერთიანდა სწრაფად, ერთიანად, გადამწყვეტად, დაუყოვნებლივ ჩაუშვა სწრაფი რეაგირების ძალები ნატო-ს უსაფრთხოების გასაძლიერებლად.
როგორც სახელმწიფო მდივანი აღნიშნავს, თითოეული მოკავშირე ამა თუ იმ ფორმით, ეხმარება უკრაინას.
“თითოეული მოკავშირე ამა თუ იმ ფორმით ეხმარება თავად ნატო-ს გაძლიერებას“, – აღნიშნა ბლინკენმა.
თაგები:
ენტონი ბლინკენი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს