“ეფექტური იქნება, თუ არაფორმალური ლიდერები მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებენ”

ავტორი
Front News საქართველო
ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი მიიჩნევს, რომ პრობლემის მოგვარებისთვის უფრო ეფექტიანი იქნება, თუ ევროპელი დიპლომატი "კრისტიან დანიელსონი დაელაპარაკება რეალურ ლიდერებს, რომლებიც დღემდე მოლაპარაკებებში არ მონაწილეობენ".
წამყვანის კითხვას – გულისხმობს თუ არა ევროპარლამენტარი მიხეილ სააკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს, კუბილიუსმა ასე უპასუხა: "დიახ, ეს გახლავთ რეალური ლიდერები, ორივე პოლიტიკური პარტიის".
"სამწუხაროდ, ესენი არიან ფორმალური ლიდერები, რომლებიც მონაწილეობენ მოლაპარაკებებში. არ ესმით თავიანთი პასუხისმგებლობა, ვერ პოულობენ კომპრომისს. გაცილებით ეფექტური იქნება, თუ არაფორმალური ლიდერები, რომლებიც აცხადებენ, რომ ლიდერები არ არიან, მაგრამ პოლიტიკური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით კვლავ ლიდერები არიან მათი პოლიტიკური პარტიების, მათ აიღონ პასუხისმგებლობა და მონაწილეობა მიიღონ მოლაპარაკებებში, რათა ღიად განაცხადონ თავიანთი ხედვები, რისი მიღწევა სურთ. მზად არიან თუ არა კომპრომისისთვის. მზად არიან თუ არა პრობლემის მოგვარებისთვის", – განაცხადა კუბილიუსმა "ფორმულას" ეთერში.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


