Logo

“ექიმები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ავადმყოფის სიცოცხლე შევინარჩუნოთ“

საზოგადოება
429
Frontnews image description

ექთანი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა აცრის შემდეგ გართულდა, ახალციხიდან თბილისში გადმოჰყავთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ექთანს ადგილზე ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება და აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, ქალს განუვითარდა ანაფილაქსიური რეაქცია.

„დღეს ახალციხეში „იმედის“ კლინიკაში, რომელიც უვკე სამი დღეა, აცრებს, აცრილი ჰყავს დაახლოებით 16 ადამიანი. 12:15 საათზე აიცრა სამედიცინო პერსონალი, ჩვენი კოლეგა, 27 წლის ქალბატონი, როგორც ვიცი, სისტემატურად იტარებდა გრიპის საწინააღმდეგო აცრას და ასეთია წინასწარი ინფორმაცია, რომ არ აღნიშნავდა ანამნეზში ალერგიულ რეაქციებს. ამ აცრის შემდეგ, ქალბატონმა მოუწოდა პირდაპირ ეთერში სამედიცინო პერსონალს აცრების გააქტივებისკენ. სამწუხაროდ, 30 წუთში განვითარდა დაუყოვნებლივი რეაქცია. ჩვენ არ ვიცით, ეს იყო ალერგიული რეაქცია, თუ სხვა ტიპის რეაქცია. სწრაფი რეაქცია შეიძლება, იყოს სხვადასხვა. თუმცა, ექიმებთან წინასწარი საუბრით, უფრო გვეუბნებიან, რომ ეს ჰგავდა ანაფილაქსიურ რეაქციას, ადამიანს ადგილზე დროულად ჩაუტარდა გადაუდებელი დახმარება, რაც ამ დროს პროტოკოლით არის გაწერილი ანაფილაქსიური რეაქციების დროს, არ მოიხსნა რეაქცია და გადაყვანილ იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში. ავადმყოფის მდგომარეობა სწრაფად დამძიმდა და საჭირო გახდა მისი ინტუბირება და ხელოვნურ სუნთქვაზე გადაყვანა. ამჟამად ადგილზე ჩასულია კატასტროფის მედიცინის ბრიგადა და ავადმყოფის ევაკუაცია ხდება თბილისში. ექიმები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ავადმყოფის სიცოცხლე შევინარჩუნოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
 

თაგები:

Advertisement