
ავტორი
Front News საქართველო
ექიმებმა მარნეულში, აივნის ჩამონგრევის შედეგად დაღუპული ორსულის ნაყოფის გადარჩენა შეძლეს.
ჩვილი ახლა კლინიკაში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
“შემოსვლისას პაციენტი იყო გვამი, დაფიქსირდა ნაყოფის გულისცემა, ერთეული იყო, ნაყოფის გადარჩენის მიზნით სასწრაფოდ შეყვანილ იქნა საოპერაციოში. საკეისრო კვეთის შემდგომ, პარალელურად გრძელდებოდა ქალბატონზეც რეანიმაციული ღონისძიებები, ნაყოფის ამოყვანისას იყო ნაყოფთანაც გულის გაჩერება, მაგრამ ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად ბავშვი გადარჩა”, – აცხადებს ექიმი.
მარნეულში 5-სართულიანი საცხოვრებელი სახლის მე-5 სართულზე აივანი ჩამოინგრა და მეოთხე სართულის აივანიც მოიყოლა. შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა ორი მოზარდი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს