
ავტორი
Front News საქართველო
საგარეჯოს “ჯეო ჰოსპიტალსში“ აცხადებენ, რომ სროლის შედეგად დაჭრილი სამი ადამიანის მდგომარეობა სტაბილურია, ერთის კრიტიკულად მძიმე.
ექიმის ინფორმაციით, დაჭრილებს ძირითადად აღენიშნებათ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობები, მუცლის ღრუში შემავალი და ქვედა კიდურის ნაკვეთი ჭრილობები.
“კლინიკაში ოთხი ავადმყოფი რჩება, აქედან სამის მდგომარეობა სტაბილურია, ერთის – კრიტიკულად მძიმე. ის ოპერაციის შემდგომ რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას განაგრძობს. ერთი პაციენტი მსუბუქი დაზიანებებით არის, ჩაუტარდა ჭრილობების ქირურგიული დამუშავება და იგეგმება კლინიკიდან გაწერა.
რაც შეეხება კრიტიკულად მძიმე პაციენტს, რომელიც 21 წლისაა, აქვს ცეცხლსასროლი გამჭოლი ჭრილობები მუცლის ღრუსა და მარჯვენა ბარძაყის მიდამოში. დაზიანებულია არტერია და ვენა, რომლის აღდგენაც გაკეთდა. ამ ეტაპზე მკურნალობას განაგრძობს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში“, – განაცხადა მამუკა ოთიაშვილმა.
საგარეჯოს კლინიკაში 5 დაჭრილი შეიყვანეს, მათგან ერთი დაჭრილი, რომელსაც თვალის ტრავმა აღენიშნებოდა, კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა.
საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსიდან უცნობმა პირმა ცეცხლი გვიან ღამით გახსნა.
ბოლო ინფორმაციით, სროლის შედეგად, დაიღუპა 5 და დაიჭრა 5 ადამიანი. შსს-ს ცნობით, შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის მისვლისთანავე ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.
თაგები:
საგარეჯო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს